Monday, November 25, 2013

რა გავლენას ახდენს კულტურა საზოგადოების ეთიკაზე?

        კულტურა განიხილება,როგორც სისტემა,რომელსაც ადამიანები იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.კულტურაში იგულისხმება საერთო ფასეულობები,ნორმები და ღირებულებები,რომლებიც ადამიანთა ამა თუ იმ ჯგუფს მიეკუთვნება.კულტურა ხშირად მოიაზრება,როგორც ისეთი რამ,რაც გვაკავშირებს ჩვენი ჯგუფის სხვა წევრებთან და ამ განსხვავების საფუძველზე ჩვენ ვემიჯნებით სხვა ჯგუფის წევრებს.თუ ჩვენ ვიზიარებთ გარკვეული  ადამიანების მსოფლმხედველობას,დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხისადმი,ცხოვრების წესს,ქცევას,ჩვენ თავს მივაკუთვნებთ იმავე კულტურას და სუბკულტურას. განვიხილოთ კულტურის რამოდენიმე ელემენტი:
  • მონოქრონული და პოლიქრონული
  •  ინდივიდუალური და კოლექტიური
დროც,სივრცის მსგავსად,სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვაგვარადაღიქმება.მაგ:
დასავლური კულტურა მკაფიოდ აფიქსირებს დროს და აქ დაგვიანება დანაშაულადაც კი ითვლება,არაბულ ქვეყნებში,ლათნურ ამერიკასა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში-დაგვიანება არავის უკვირს.ევროპული ქვეყნების საქმიანი ეტიკეტი მიუღებლად მიიჩნევს მნიშვნელოვან შეხვედრებზე დაგვიანებას.უკიდურესი დროითი ინტერვალი- 7 წუთია,თუმცა ნაკლებად ფორმალიზირებულ შეხვედრაზე დასაშვებია - 15 წუთით დაგვიანებაც.მაგ:თუ ლექტორი იგვიანებს ლექციაზე 15 წუთზე მეტს,სტუდენტებს აქვთ „კანონიერი“ უფლება,აღარ დაელოდონ,ინდოეთში დასაშვებია 40 წუთით დაგვიანება.არაბები ზუსტი ვადის დანიშვნას აღიქვავენ შეურაცყოფად,ეთიოპიელები პრესტიჟულად თვლიან ისეთ საქმეს,რომელზეც დიდი დრო დაიხარჯა.

 გამოიყოფა დროის ორგვარი აღქმა: მონოქრონული და პოლიქრონული

 მონოქრონულ კულტურებში დრო  შეიძლება დაზოგო,გაფლანდო,დახარჯო,დააჩქარო,შეანელო ან დაკარგო.ამ კულტურის მატარებლები ამჯობინებენ ერთი და იგივე საქმე აკეთონ დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში.
ისინი სამაოდ მობილიზებულები არიან თავიანთ საქმეზე,არ უყვართ როცა ვინმე მათ სამუშაო პროცესს აფერხებს,იცავენ ყველა შეთანხმებას,აქვთ პასუხისგებლობის გრძნობა,ცდილობენ არც სხვებს შეუშალონ ხელი,არიან პუნქტუალურები და უმეტესად,პიროვნებათშორის მოკლევადიან კონრტაქტებს ამყარებენ,პატივს სცემენ სხვის საკუთრებას.




პოლიქრონულ კულტურებში კი დრო ნაკლებად საგრძნობია.ასეთი კულტურის მატარებლები დროის ზუსტ გამოყენებაზე არც კი ფიქრობენ.ამ კულტურის მატარებელს შეუძლია რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება,ხშირად წყვეტენ სამუშაო პროცესს,
ნაკლებ მნიშვნელობას ანიჩებენ შეხვედრების დროს შეთანხმებებს,ხშირად და მარტივად ცვლიან გეგმებს,უპრო აინტერესებთ ადამიანი და მისი პირადი საქმეები.ადამიანებტან ურთიერთობას ამყარებენ მთელი ცხოვრების მანძილზე.





   როგორც წესი,ადამიანებს,რომელთაც დროის სხვადასხვა აღქმა აქვთ,ურთიერთობისას ექმნებათ პრობლემები.მთავარია გვახსოვდეს,რომ სხვა დროითი სისტემის ადამიანთა საქციელზე არ შეიძლება ზუსტად ისე რეაგირება,როგორც საკუთარი დროითი სიტემის ადამიანთა ანალოგიურ ქცევაზე.მრავალ მოქმედებას, მაგ:დაგვიანებას ან შეხვედრის უეცარ გადადებას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული,ხანდახან კი,საერთოდ საპირისპირო მნიშვნელობა.
  სხვადასხვა ქვეყნებში ერთი და იგივე ქმედება შეიძლება სხვადასხვანაირად იყოს აღქმული.მაგალითად თავის დაკვრა დასავლეთში თანხმობის ნიშნად აღიქმება, თუმცა მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში მას უამრავი განსხვავებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს და არ არის აუცილებელი ყოველთვის ”დიახს” ნიშნავდეს.
თვალით კონტაქტი იაპონიაში უხეშობად ითვლება. ისინი უმეტესად დაბლა ფეხსაცმელზე ან ჰაერში იყურებიან, ხოლო ევროპის ქვეყნებში ყურადღებით მოსმენის გამოხატავს.

     კულტურის შემდეგი ელემენტია ინდივიდუალური და კოლექტიური

        ინდივიდუალიზმი არის რწმენა ინდივიდის უზენაესობისა
ნებისმიერი სოციალური ჯგუფის ან კოლექტივის წინაშე.




კოლექტივიზმი არის რწმენა იმისა,რომ კოლექტიური ადამიანური მცდელობა უფრო დიდი პრაქტიკული და მორალური ღირებულების მქონეა,ვიდრე ინდივიდუალური სწრაფვა. კოლექტივიზმი გულისხმობს საერთო ინტერესების პრიორიტეტს პიროვნულთან შედარებით. კოლექტივისტურ საზოგადოებებში ინდივიდი ხშირად მოტივირებულია იმ ჯგუფის თუ ჯგუფების ინტერესებით,რომელთა წევრიცაა იგი.ამ ჯგუფების წევრობა ტრადიციულია და არა ნებაყოფლობითი.ჯგუფი შესაძლოა იყოს დიდი(ერი,სახელმწიფო. 
რელიგიური ერთობა და სხვა) და შედარებით მცირე(ნათესაობა,სამეზობლო). შესაბამისად,განარჩევენ ე.წ. „დიდჯგუფოვან(რუსეთი) და „მცირეჯგუფოვან“ კოლექტიურ კულტურებს.ფსიქოლოგთა მიერ შემოთავაზებული კლასიფიკაციით,საქართველო წარმოადგენს კლასიკურ „მცირეჯგუფოვან“ კოლექტიურ კულტურას,სადაც ძირითად კოლექტიურ ერთობას წარმოადგენს ნათესაობა,სამეგობრო,ნაცნობთა წრე და ყოველდღიურ ცხოვრებას განსაზღვრავს სწორედ ამ ჯგუფში არსებული ნორმები.

 ინდივიდუალიზმი და კოლექტივიზმი მიიჩნევა კონკრეტული საზოგადოებების,კულტურებისმახასიათებელ ნიშნად.მაგალითისთვის,დასავლური კულტურა და საზოგადოებები უფრო ინდივიდუალისტურად მიიჩნევა,ვიდრე სხვები. 
  ჩემი აზრით,რომ არ არსებობდეს სხვადასხვა კულტურები,ადამიანები კულტურაზე არც კი ვიფიქრებდით.სხვაობები კულტურებს შორის კიდევ უფრო ცხადი ხდება ადამიანთა აზროვნებაში,ემოციებსა და ქცევებში აშკარა სხვაობების გამო.მაგ.ის რაც ამერიკელისთვის მისაღებია,ქართველისთვის შეიძლება ყოვლად მიუღებელი იყოს.შესაბამისად,კულტურის გააზრება შეუძლებელია ერთი კულტურის ფარგლებში,კულტურის ანალიზი სხვადასხვა კულტურას უნდა მოიცავდეს.კულტურული სხვაობების ზოგადი ჩარჩო მნიშვნელოვანია ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა კონტექსტის განხილვისას.


გამოყენებული ლიტერატურა: 

Thursday, November 21, 2013

თერაპიულის სმენის დანიშნულება

   საქართველოში ბევრი ადამიანი ფსიქოლოგს და ფსიქიატრს ერთმანეთთან აიგივებს.თვლიან,რომ თუ პირი ფსიქოლოგის კონსულტაციებზე დადის,მას ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს,იმას კი არ უკვირდებიან,რომ ფსიქოლოგთან „პაციენტს“ საკუთარი გრძნობების თავისუფლად გამოხატვის საშუალება ეძლევა.ეს კი ეხმარება მას თავი დააღწიოს უსიამოვნო გრძნობებს და ფიქრებს.თერაპიული მოსმენა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.თერაპიული სმენა არის არაავტობიოგრაფიული მოსმენა,რომლის დროსაც ინფორმაციის მიმღები ცდილობს გაიგოს ინფორმაციის გამგზავნის გრძნობები.იგი არ განსჯის მას და არ აძლევს რჩევებს პრობლემის მოსაგვარებლად.ინფორმაციის მიმღები იყენებს სხვადასხვა მეთოდს,იმისთვის რომ ინფორმაციის გამგზავნმა თავად შეძლოს საკუთარი პრობლემის ანალიზი და მისი გადაჭრის გზების მოძიება.


          თერაპიული მოსმენის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია რეფლექსური ანუ აქტიური მოსმენა.აქტიური მოსმენა ეფექტური კომუნიკაციის საფუძველია,რომლის დროსაც მსმენელი ამახვილებს ყურადღებას მოსაუბრესა და მის ნათქვამზე. კარგ მსმენელს უნდა შეეძლოს მოსმენილის შინაარსის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა. ეს ნიშნავს იმას, რომ მან კარგად გაიგო სხვისი ნათქვამი. 
ამისათვის აქტიურმა მსმენელმა უნდა დაამყაროს უკუკავშირი მოსაუბრესთან კითხვების საშუალებით, რათა დააზუსტოს, ერთი მხრივ, გადმოცემულის შინაარსი და, მეორე მხრივ, მოსაუბრის ემოციური მდგომარეობა, მისი დამოკიდებულება საკითხისადმი. გარდა ამისა, აქტიური მოსმენისათვის აუცილებელია მოსმენის გარე და შიდა ფაქტორების გაცნობიერება. გარე ფაქტორებში გულისხმობენ: ზოგადად გადმოცემული საკითხის სირთულეს, მოსაუბრეს და გარემოს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას რაიმე შეხება ამ საკითხთან და რამდენად რთულია მისი გაგება. აქტიური მსმენელი უნდა დააკვირდეს, თუ მოსაუბრისგან რა არავერბალური ინფორმაცია მოდის, რამდენად დამაჯერებელია მოსაუბრე, და ა.შ და ბოლოს, გასათვალისწინებელია, თუ რამდენად შესატყვისია გარემო ინფორმაციის ურთიერთგასაცვლელად და არსებობს თუ არა რაიმე ხელისშემშლელი გარემო ფაქტორები (ხმაური, ვიბრაცია, განათება, ტემპერატურა და სხვა). აქტიური მოსმენის დროს მსმენელმა ასევე უნდა გააკონტროლოს მოსმენის შიდა -საკუთარ თავთან დაკავშირებული ფაქტორები. კერძოდ, მან ყურადღება უნდა გაამახვილოს მოსაუბრეზე, შეწყვიტოს ყველა შეუსაბამო ქცევა მოსმენის დაწყებამდე, წინასწარ მოამზადოს შესატყვისი მასალა (მაგ. ჩასაწერი რვეული, კალმისტარი), გააკონტროლოს თავისი ემოციური მდგომარეობა და ა.შ.



  აქტიური მოსმენა 3ტექნიკისგან შედგება:

1. უსიტყვო მოსმენა

    უსიტყვო მოსმენის დროს მნიშვნელოვანია არავერბალური კომუნიკაცია-ქვეცნობიერის ენა.კერძოდ,ჟესტები,მიმიკა (კონტაქტი თვალებით,თავის დაკვრა და ა.შ.) სხეულის ენაში კარგად ჩახედული ადამიანები ფლობენ იმის უნარს, რომ უკეთ აღიქვან არავერბალურ კომუნიკაციაში ჩადებული კოდები და სწორად შეაფასონ გარშემომყოფთა რეაქციები, რაც მათ საშუალებას მისცემს, თავისთვის სასურველი მიმდინარეობა მისცენ მოვლენებს ადექვატური ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში.

2. პერეფრაზირება

        პერეფრაზირების დროს ინფორმაციის მიმღები ინფორმაციის გამცემის მონათხრობს საკუთარი სიტყვებით გადმოცემს,რითაც ადასტურებს,რომ მან გაიგო,რისი თქმაც უნდოდათ მისთვის.გარდა ამისა,პერეფრაზირება ასრულებს უკუკავშირის ფუნქციას-ეხმარება პიროვნებას ნათქვამის განსჯაში.

3.სიცხადის შემტანი კითხვები

   სიცხადის შემტანი/ღია კითხვები,დასმული მოსაუბრის მიერ,მიუთითებს,რომ მას ნამდვილად უსმენენ.ასეთი კითხვების დასმა პირს ეხმარება გაიაზროს პრობლემის ყველა ასპექტი და უკეთ შეაფასოს ალტერნატივები და გადაჭრის გზები.


  თერაპიული მოსმენის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება არავერბალურ კომუნიკაციას.არავერბალური კომუნიკაცია ნიშნავს კომუნიკაციას სიტყვების გარეშე. იგი გულისხმობს კომუნიკაციას ხმის ტონის, მეტყველების ტემპის, ჟესტების, სხეულის, გამომეტყველების, თვალით კონტაქტის, შეხების, გარეგნობისა და ურთიერთობისას დაკავებული მანძილის მეშვეობით.კაცობრიობის ისტორიაში არავერბალური კომუნიკაცია დროში ბევრად წინ უსწრებდა ვერბალურს. 
 ენის წარმოშობამდე ადამიანები ჟესტების, გამომეტყველების, ტირილის, სიცილის, ყვირილის და შეხების მეშვეობით ერთმანეთს ატყობინებდნენ თუ სად იყო ცხოველი, რომლის მონადირებაც შეიძლებოდა, რას გრძნობდნენ ერთმანეთის მიმართ ან რას განიცდიდნენ თავად:შიოდათ თუ წყუროდათ.დღესაც მოზრდილი ადამიანი არავერბალურ კომუნიკაციას ფართოდ იყენებს. დადგენილია,რომ კომუნიკაციის 60%-ზე მეტს სწორედ არავერბალური კომუნიკაცია შეადგენს. არავერბალური კომუნიკაცია უნარია, რომელიც სწავლას და გავარჯიშებას ექვემდებარება. თუმცა არსებობს გარკვეული თანდაყოლილი მიდრეკილებებიც. მაგალითად, ქალები კაცებზე უკეთ ახერხებენ არავერბალური კომუნიკაციის გაგებას და მის გამოყენებას. კომუნიკაციის არავერბალური ხერხების ფლობა ძალზე მომგებიანია. მასში გაწაფული ადამიანები უფრო წარმატებულნი არიან.

       სხეულის ენამ ხუთი ტიპის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს. ეს ტიპებია :
  •  ემბლემები – სიტყვების ნაცვლად იხმარება. მაგ: თავის დაქნევა “კი”-ს წარმოთქმის ნაცვლად.
  • ილუსტრატორები – ახდენს წარმოთქმული სიტყვების ილუსტრაციას. მაგ: მარჯვენა ხელის მოძრაობა გარედან სხეულისაკენ ახდენს სიტყვა “წავედით” ილუსტრაციას.
  • გრძნობის მაჩვენებლები – სახის მეშვეობით ხდება სიხარულისა და მწუხარების, გაოცებისა და ინტერესის გამოხატვა.
  • რეგულატორები – მოსაუბრის მეტყველებას აკონტროლებს. მოსმენისას ჩვენ თავს ვაქნევთ მოსაუბრეს მზერას ვაპყრობთ, სხვადასხვა ხმებს გამოვცემთ. რეგულატორები მოსაუბრეს მიანიშნებენ,გვსურს თუ არა კიდევ რამის გაგებ, თუ მიგვაჩნია,რომ თემა ამოწურულია.
  • ადაპტორები - ჩვეულებრივ ადამიანის რაიმე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება. ხშირად ისენი ავტომატურად, გაუცნობიერებლად მიმდინარეობენ. მაგ: ნაკბენის მოფხანა, უსიამოვნო პირის მოახლოებისას მკლავების მკერდზე გადაჯვარედინება და სხვა.
        
                                                                                                        
        თერაპიული მოსმენის მეთოდს ფართოდ იყენებენ ფსიქოლოგები, მოსამართლეები, ტელეწამყვანები, გიდები, პატრულის თანამშრომლები და ა.შ. საქართველოს რეალობიდან გამომდინარე , ურიგო არ იქნება, თუ მშობლებიც გამოიყენებენ შვილებთან ურთიერთობისას. თაობათა შორის სხვაობა ხშირად ქმნის ბარიერს, რომლის გადალახვაც დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული ( რადგან მშობლები არ უსმენენ შვილებს, ან არ უნდათ, რომ გაიგონ! )

აქტიური მოსმენა მშობლისა და შვილის გულითად ურთიერთობას უწყობს ხელს. იმის განცდა, რომ გისმენენ და ესმით შენი, იმდენად სასიამოვნოა, რომ ინფორმაციის “გამგზავნს” თითქმის ყოველთვის თბილ გრძნობებს უჩენს მსმენელის მიმართ. ამ შემთხვევაში ბავშვები განსაკუთრებული ალერსითა და სითბოთი გვპასუხობენ. ასეთივე გრძნობები იღვიძებს მსმენელშიც - ის თბილი და ახლობელი ხდება ინფორმაციის “გამგზავნისთვის”. როცა ადამიანს თანაგრძნობით და ყურადღებით ვუსმენთ, მის გაგებას ვიწყებთ, ვაფასებთ სამყაროს მისეულ ხედვას.
აქტიური მოსმენა “ბურთს ბავშვის მინდორზე ტოვებს”. როცა მშობლები შვილის პრობლემებს აქტიური მოსმენით პასუხობენ, ისინი ხშირად ამჩნევენ, რომ შვილები დამოუკიდებლად იწყებენ ფიქრს. ბავშვი საკუთარი ძალებით იწყებს პრობლემის გაანალიზებას და ბოლოს კონსტრუქციულ გადაწყვეტილებამდეც მიდის. აქტიური მოსმენა დამოუკიდებელი ფიქრის, დიაგნოზის დასმის, საკუთარი გადაწყვეტილების აღმოჩენის სტიმულს აძლევს ბავშვს. აქტიური მოსმენა პრობლემის მოგვარების კუთხით ბავშვის მიმართ ნდობას გამოხატავს, რჩევა, განსჯა, ჭკუის სწავლება კი - უნდობლობას. ამრიგად, აქტიური მოსმენა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა ბავშვის დასახმარებლად, გახდეს უფრო თვითმიმართული და დამოუკიდებელი, იგრძნოს მეტი პასუხისმგებლობა.

       ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით ისეთ სიტუაციებს,როდესაც ჩვენთვის საყვარელი ადამიანი,ერთი შეხედვით,დეპრესიის ზღვარზეა და სჭირდება ვინმე,ვინც მოუსმენს და არ დაუწყებს ჭკუის სწავლებას.ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვდივართ „ფსიქოლოგის“როლში-ვიყენებთ თერაპიული მოსმენის მეთოდს.ვიცით, რომ როდესაც ვინმე ჩვენს თვალსაზრისს ისმენს, სხვისი აზრის მოსმენაც გვიადვილდება.
      თერაპიული მოსმენის დანიშნულებაა: იყო ობიექტური,“გათავისუფლდე“ ყოველგვარი სუბიექტური ხედვისგან.


გამოყენებული ლიტერატურა :
 http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=16416 
http://www.gfma.ge/documents/Active%20Listening%20-%20Trainer.pdf
http://education.ge/index.php?do=definition/view&id=1434
http://ucnauri.com/60692/%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90/
http://mastsavlebeli.ge/uploads/resursebi/gordoni-%20Tavi%20mesame.pdf


მოგესალმებით . . .


      მე ვარ ანი ბიძიაშვილი . . . ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. 

   სამწუხაროდ, ჩემი დამოკიდებულება კომპიუტერულ პროგრამებთან, არცთუ ისე ახლოა, ამიტომაც ბლოგის "სიკარგესთან" დაკავშირებით ძალიან კრიტიკულებიც ნუ იქნებით. . .

   ჩემ თავზე საუბრით არ შეგაწყენთ თავს, თუმცა, გეტყვით, რომ ვარ საკმაოდ მხიარული, მეგობრული და საქმისადმი ერთგული.

      ამ ბლოგში შევეცდები განვიხილო აქტუალური და პრობლემური თემები, რომლებსაც ეტაპობრივად შემდეგ პოსტებში გაეცნობით.