Monday, November 25, 2013

რა გავლენას ახდენს კულტურა საზოგადოების ეთიკაზე?

        კულტურა განიხილება,როგორც სისტემა,რომელსაც ადამიანები იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.კულტურაში იგულისხმება საერთო ფასეულობები,ნორმები და ღირებულებები,რომლებიც ადამიანთა ამა თუ იმ ჯგუფს მიეკუთვნება.კულტურა ხშირად მოიაზრება,როგორც ისეთი რამ,რაც გვაკავშირებს ჩვენი ჯგუფის სხვა წევრებთან და ამ განსხვავების საფუძველზე ჩვენ ვემიჯნებით სხვა ჯგუფის წევრებს.თუ ჩვენ ვიზიარებთ გარკვეული  ადამიანების მსოფლმხედველობას,დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხისადმი,ცხოვრების წესს,ქცევას,ჩვენ თავს მივაკუთვნებთ იმავე კულტურას და სუბკულტურას. განვიხილოთ კულტურის რამოდენიმე ელემენტი:
  • მონოქრონული და პოლიქრონული
  •  ინდივიდუალური და კოლექტიური
დროც,სივრცის მსგავსად,სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვაგვარადაღიქმება.მაგ:
დასავლური კულტურა მკაფიოდ აფიქსირებს დროს და აქ დაგვიანება დანაშაულადაც კი ითვლება,არაბულ ქვეყნებში,ლათნურ ამერიკასა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში-დაგვიანება არავის უკვირს.ევროპული ქვეყნების საქმიანი ეტიკეტი მიუღებლად მიიჩნევს მნიშვნელოვან შეხვედრებზე დაგვიანებას.უკიდურესი დროითი ინტერვალი- 7 წუთია,თუმცა ნაკლებად ფორმალიზირებულ შეხვედრაზე დასაშვებია - 15 წუთით დაგვიანებაც.მაგ:თუ ლექტორი იგვიანებს ლექციაზე 15 წუთზე მეტს,სტუდენტებს აქვთ „კანონიერი“ უფლება,აღარ დაელოდონ,ინდოეთში დასაშვებია 40 წუთით დაგვიანება.არაბები ზუსტი ვადის დანიშვნას აღიქვავენ შეურაცყოფად,ეთიოპიელები პრესტიჟულად თვლიან ისეთ საქმეს,რომელზეც დიდი დრო დაიხარჯა.

 გამოიყოფა დროის ორგვარი აღქმამონოქრონული და პოლიქრონული

 მონოქრონულ კულტურებში დრო  შეიძლება დაზოგო,გაფლანდო,დახარჯო,დააჩქარო,შეანელო ან დაკარგო.ამ კულტურის მატარებლები ამჯობინებენ ერთი და იგივე საქმე აკეთონ დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში.
ისინი სამაოდ მობილიზებულები არიან თავიანთ საქმეზე,არ უყვართ როცა ვინმე მათ სამუშაო პროცესს აფერხებს,იცავენ ყველა შეთანხმებას,აქვთ პასუხისგებლობის გრძნობა,ცდილობენ არც სხვებს შეუშალონ ხელი,არიან პუნქტუალურები და უმეტესად,პიროვნებათშორის მოკლევადიან კონრტაქტებს ამყარებენ,პატივს სცემენ სხვის საკუთრებას.




პოლიქრონულ კულტურებში კი დრო ნაკლებად საგრძნობია.ასეთი კულტურის მატარებლები დროის ზუსტ გამოყენებაზე არც კი ფიქრობენ.ამ კულტურის მატარებელს შეუძლია რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება,ხშირად წყვეტენ სამუშაო პროცესს,
ნაკლებ მნიშვნელობას ანიჩებენ შეხვედრების დროს შეთანხმებებს,ხშირად და მარტივად ცვლიან გეგმებს,უპრო აინტერესებთ ადამიანი და მისი პირადი საქმეები.ადამიანებტან ურთიერთობას ამყარებენ მთელი ცხოვრების მანძილზე.





   როგორც წესი,ადამიანებს,რომელთაც დროის სხვადასხვა აღქმა აქვთ,ურთიერთობისას ექმნებათ პრობლემები.მთავარია გვახსოვდეს,რომ სხვა დროითი სისტემის ადამიანთა საქციელზე არ შეიძლება ზუსტად ისე რეაგირება,როგორც საკუთარი დროითი სიტემის ადამიანთა ანალოგიურ ქცევაზე.მრავალ მოქმედებას, მაგ:დაგვიანებას ან შეხვედრის უეცარ გადადებას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული,ხანდახან კი,საერთოდ საპირისპირო მნიშვნელობა.
  სხვადასხვა ქვეყნებში ერთი და იგივე ქმედება შეიძლება სხვადასხვანაირად იყოს აღქმული.მაგალითად თავის დაკვრა დასავლეთში თანხმობის ნიშნად აღიქმება, თუმცა მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში მას უამრავი განსხვავებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს და არ არის აუცილებელი ყოველთვისდიახსნიშნავდეს.
თვალით კონტაქტი იაპონიაში უხეშობად ითვლება. ისინი უმეტესად დაბლა ფეხსაცმელზე ან ჰაერში იყურებიან, ხოლო ევროპის ქვეყნებში ყურადღებით მოსმენის გამოხატავს.

     კულტურის შემდეგი ელემენტია ინდივიდუალური და კოლექტიური

        ინდივიდუალიზმი არის რწმენა ინდივიდის უზენაესობისა
ნებისმიერი სოციალური ჯგუფის ან კოლექტივის წინაშე.




კოლექტივიზმი არის რწმენა იმისა,რომ კოლექტიური ადამიანური მცდელობა უფრო დიდი პრაქტიკული და მორალური ღირებულების მქონეა,ვიდრე ინდივიდუალური სწრაფვაკოლექტივიზმი გულისხმობს საერთო ინტერესების პრიორიტეტს პიროვნულთან შედარებითკოლექტივისტურ საზოგადოებებში ინდივიდი ხშირად მოტივირებულია იმ ჯგუფის თუ ჯგუფების ინტერესებით,რომელთა წევრიცაა იგი.ამ ჯგუფების წევრობა ტრადიციულია და არა ნებაყოფლობითი.ჯგუფი შესაძლოა იყოს დიდი(ერი,სახელმწიფო
რელიგიური ერთობა და სხვა) და შედარებით მცირე(ნათესაობა,სამეზობლო). შესაბამისად,განარჩევენ .. „დიდჯგუფოვან(რუსეთი) დამცირეჯგუფოვანკოლექტიურ კულტურებს.ფსიქოლოგთა მიერ შემოთავაზებული კლასიფიკაციით,საქართველო წარმოადგენს კლასიკურმცირეჯგუფოვანკოლექტიურ კულტურას,სადაც ძირითად კოლექტიურ ერთობას წარმოადგენს ნათესაობა,სამეგობრო,ნაცნობთა წრე და ყოველდღიურ ცხოვრებას განსაზღვრავს სწორედ ამ ჯგუფში არსებული ნორმები.

 ინდივიდუალიზმი და კოლექტივიზმი მიიჩნევა კონკრეტული საზოგადოებების,კულტურებისმახასიათებელ ნიშნად.მაგალითისთვის,დასავლური კულტურა და საზოგადოებები უფრო ინდივიდუალისტურად მიიჩნევა,ვიდრე სხვები
  ჩემი აზრით,რომ არ არსებობდეს სხვადასხვა კულტურები,ადამიანები კულტურაზე არც კი ვიფიქრებდით.სხვაობები კულტურებს შორის კიდევ უფრო ცხადი ხდება ადამიანთა აზროვნებაში,ემოციებსა და ქცევებში აშკარა სხვაობების გამო.მაგ.ის რაც ამერიკელისთვის მისაღებია,ქართველისთვის შეიძლება ყოვლად მიუღებელი იყოს.შესაბამისად,კულტურის გააზრება შეუძლებელია ერთი კულტურის ფარგლებში,კულტურის ანალიზი სხვადასხვა კულტურას უნდა მოიცავდეს.კულტურული სხვაობების ზოგადი ჩარჩო მნიშვნელოვანია ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა კონტექსტის განხილვისას.


გამოყენებული ლიტერატურა: 

No comments:

Post a Comment